პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეები სიღრმისეულად გაიცნობენ რევაზ ლაღიძის შემოქმედებას, თავად შეასრულებენ მის სიმღერებს.
პროექტის აქტუალობა : ხელს შეუწყობს კვლევითი,შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარების განვითარებას.
პროექტის მიზნები : მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას, გუნდურ სიმღერას, მუსიკალურ- კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას, პრეზენტაციას.
მონაწილეთა ასაკი : მე-7 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა : 8 კვირა
მოსალოდნელი შედეგები : სლაიდ შოუ(power piont-ში),პრეზენტაცია, კედლის გაზეთი, გუნდური სიმღერა.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები : კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა :
- თემის შერჩევა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.
- მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად და ლიდერის შერჩევა.
- გეგმის შემუშავება (ძიების საგანი, ხანგრძლივობა, მოქმედებათა თანმიმდევრობა, გამოსაყენებელი მასალების ნუსხა)
- თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროებიდან მასალის მოძიება, დამუშავება, დახარისხება.
- სურათების შერჩევა პრეზენტაციისთვის .
- ვიდეო მასალის მოძიება youtube გამოყენებით.
No comments:
Post a Comment